„ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ბერა ივანიშვილის, პრემირ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის საუბრის შესახებ გავრცელებული ჩანაწერი დამონტაჟებული, შეკოწიწებული, მიკიბ-მოკიბული იყო, რათა რაღაც გამოეგდოთ და ამით საზოგადოების აგრესია გამოეწვიათ.
დეპუტატი გუშინ ტელეკომპანია “იმედზე” გასულ ბერა ივანიშვილის ინტერვიუსაც გამოეხმაურა და ამ თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ “როდესაც დედას გიგინებენ, ახლობელს გიგინებენ, მიხვალ დაელაპარაკები – იტყვი რატომ, რისთვის – ეს ასეც მოხდა.”
გარდა ამისა, ირაკლი ზარქუა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ფარული ჩანაწერები 2010-2011 წლების საუბრის მონტაჟია. ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლების გაშარჟება, მათი მისამართით წყევლა-გინება უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.
„სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს გამოგონილი ბრალდებებით იჭერდა და როგორ ფიქრობთ, იქ რომ ყოფილიყო ადამიანის უფლებების დარღვევა ან დანაშაული, ვინმეს შეარჩენდა?! ვინმეს დაინდობდა?! “, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.
დეპუტატი ფიქრობს, რომ ბერა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მისამართით ბოლო დღეებში განხორციელებული წყევლა-გინება მიუღებელია.
„მიუღებელია, თუმცა ამბობენ, რომ გვაქვს თმენის ვალდებულება. როგორც ბერამ თქვა, რომ იყო შეურაცხყოფა, რაზეც დაელაპარაკნენ მშობლებთან ერთად. არანაირ დრამატიზირება არ იყო. ნახეთ ვინმე დაზარალებული?! ყველამ თქვა, რომ ერთმანეთს ღირსეულად დაემშვიდობნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, ყველაფერი აწყობილი თემაა: ბერა ივანიშვილი