LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდემდე უნდა ვიყოთ ჩვენი ღირსებით დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე და მის ქონებაზე.. ელოდებიან, რომ სააკაშვილი კომაში ჩავარდეს? – პაატა ბურჭულაძე „ვივა მედთან“ მივიდა

151
Untitled design (3)

კლინიკა „ვივა მედთან“, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან, ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძეც მივიდა.

„ბატონმა მიხეილმა თქვა, მითხრეს, რომ რეანიმაციაში გადასაყვანი ხარ და მე თანხმობა განვუცხადეო“ – ხაჭაპურიძე

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, „საქართველო დღეს თავისი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფურცელს წერს“.

„მე არ შემეძლო სახლში გავჩერებულიყავი, როცა გავიგე, რომ მიშა რეანიმაციაში გადაჰყავთ. საქართველო დღეს წერს თავისი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფურცელს.

როდემდე უნდა ვიყოთ ჩვენი ღირსებით დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე და მის ქონებაზე.

ძალიან ვწუხვარ, რომ მოსამართლეებთან და სხვებთან ერთად, აქ გარეულები არიან ზოგიერთი ექიმები და ეს მე მგონი ექიმებს არ ეპატიებათ.

დღეს გავიგე, რომ ახლა ჯერ კიდევ არ არის რეანიმაციაში გადაყვანილი და რაღაცას ელოდებიან, ელოდებიან რას, რომ კომაში ჩავარდეს? და ეს არის ჩვენი გამოსავალი? სამარცხვინოა, რაც ხდება, ჩვენ ყველას უნდა გვრცხვენოდეს და არ უნდა გავაკეთოთ ის რომ კიდევ ერთი პრეზიდენტიო მოვკლათ, ეს მერე შეიძლება ჩვევაში გადაგვივოდეს და ეს იქნება ყველაზე ცუდი“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მიშას გათავისუფლების სანაცვლოდ მზად ვართ, პარტიის ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს – ლევან ხაბეიშვილი

ნინო ნადირაძე: „მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაგვიყვანია, თუ დავაპირებთ, გაგაგებინებთ“

არა პირველია, რომ ავრცელებენ ინფორმაციას, რაც მათ უნდათ – ჩხაიძე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანაზე

ჩხაიძე: კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ.. მემუქრებიან მეც და მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრებსა

„ექიმებისგან შევიტყვე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს საბუთებში სიმაღლე 2 სმ-ით მოაკლეს, პარამეტრები რომ შეინარჩუნონ“ – ლევან ხაბეიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები