28 – 29 ნოემბერს ქართველოში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +13, +18°, აღმოსავლეთ საქართველოში +9, +14° იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.
1–4 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +5, +10° იქნება.