LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდ სტიუარდი ფიქრობს, რომ მისი 5 წლის შვილი გეია

336

ბრიტანელმა მომღერალმა როდ სტიუარტმა განაცხადა, რომ მისი 5 წლის შვილი, ეიდენი, სავარაუდოდ, გეია.

სტიუარტი ამბობს, რომ ბავშვს ძალიან მოსწონს ქალის სამოსი. იგი დედის კაბებს იცვამს და სახლში ქალივით გამოწყობილი დადის.

„ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი უმცროსი შვილი მომავალში. მას უყვარს ქალივით გამოპრანჭვა, გიჟდება დედამისის ტანსაცმელზე. იმედი გვაქვს, ასაკთან ერთად ეს გატაცებაც გაივლის,“ – განაცხადა 71 წლის როდმა.

იმ შემთხვევაში კი, თუ ეიდენი ნამდვილად გეი იქნება, მშობლებს საწინააღმდეგო არაფერი ექნებათ. მუსიკოსმა განაცხადა, რომ შვილს მიიღებს ისეთს, როგორიც იქნება, მთავარი მისი ბედნიერებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები