LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ზელენსკი გაიზრდება, მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ: ლადო კახაძე

2009
კახაძე ზელენსკი

როდესაც ის გაიზრდება და ასაკი მოემატება, მერე მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ, – ეს განცხადება დეპუტატმა ლადო კახაძემ გამოცემა “Georgian Times”-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ როგორც ხელისუფლებას, არამედ იმ მილიონ ადამიანს, რომელმაც ამ ხელისუფლებას ხმა მისცა, “გადაუარა”

“ქართული ოცნების” დეპუტატის განცხადება ეხება უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის თანახმადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

ერთი თვის წინ, ელჩის გაწვევისას, ზელენსკიმ თქვა, რომ ეს ქმედება სანქციებზე საქართველოს მთავრობის ამორალური პოზიციის გამო გააკეთა.