დევიდ ბექჰემის შესახებ გადაღებულმა ახალმა დოკუმენტურმა ფილმმა, ყველა რეკორდი მოხსნა. ისედაც ცნობილი იყო, რომ ფეხბურთელს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს სამზარეულოსა და კულინარიის მიმართ და უდიდეს ყურადღებას აქცევს სისუფთავეს. დღეს გავრცელდა ნაწყვეტი მისი ძველი ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს, რა როლი აქვს მისთვის სისუფთავეს სახლში.
წამყვანის კითხვაზე, სარგებლობს თუ არა ის სამზარეულოს ინვენტარით, ბექჰემი პასუხობს, რომ ბოლო კერძი გასულ საღამოს მოამზადა: „გიკვირთ, რადგან აქ ძალიან სუფთადაა ყველაფერი, მე ასე ვიცი, დიდ ყურადღებას ვაქცევ ყველა დეტალს. მგონია, რომ ჩემი ცოლიც კი, სათანადოდ ვერ აფასებს ჩემს მონდომებას. როცა ყველა იძინებს, მერე ვიწყებ სახლის დალაგებას, ვაწკრიალებ და ისე ვწვები. ვერ ვიტან, როცა დილას მხვდება ჭუჭყიანი თეფშები და ჭიქები“ – ამბობს ბექჰემი.
ვიდეო: „ორი დღის შემდეგ კვლავ დნობის პროცესში ვარ“ – შიშველი დევიდ ბექჰემის ყინულოვანი აბაზანები
იდეალური სიყვარული – დევიდ ბექჰემი სტადიონზე გაყინულ მეუღლეს თავისი ქურთუკით ათბობს
„ეს გოგო უკვე 13 წლისაა, წარმოუდგენელი ამბავია“ – დევიდ ბექჰემი კვლავ კრიტიკის ობიექტი ხდება