LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა უამრავი პრობლემა გაქვს, დაიჯერე, რომ ყველაფერს მოაგვარებ და  მართლა ასე იქნება!“ – მერილ სტრიპის ცნობილი გამონათქვამები

7494
FORTUNA. GE

„როცა უამრავი პრობლემა გაქვს, დაიჯერე, რომ ყველაფერს მოაგვარებ და  მართლა ასე იქნება!“ – სწორედ ამ პრინციპით ცხოვრობს 68 წლის მერილ სტრიპი, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი როლებით, არამედ ცხოვრების წესითაც აღაფრთოვანებს პუბლიკას.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ მერილ სტრიპის ცნობილ ფრაზებს:

  • ახალგაზრდობაში თავაშვებული ყმაწვილის კომპანიაში აღმოვჩნდი, რომელიც საშინელი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას. მართალია, შემეძლო მეთქვა, „გააჩერე, ძალიან მეშინია“, მაგრამ არაფერი თქვი. ცხოვრებაც ზუსტად ასეა, საშინლად გეშინია, მაგრამ მაინც ჩუმად ხარ.
  • თუ ჭკუა გაქვს, აუცილებლად უნდა გამოიყენო.
  • სექსი და გემრიელი კერძები – აი, რა გვაბედნიერებს სინამდვილეში!
  • მართალია, პუბლიკაზე იდეალურად გამოვიყურები და ყოველთვის ბედნიერი ვარ, მაგრამ სინამდვილეში მეც უამრავი უსიამოვნება მაქვს და საშინლად ბუზღუნა ვარ.
  • ვფიქრობ, სწრაფად მოვერგებოდი ოფისის სამუშაოს, რადგან ძალიან მიყვარს რუტინა, ნაკლებად ნაცნობი ადამიანების მოკითხვა და სხვებთან ერთად ყავის მირთმევა.
  • ღვინის ბოკალი – ერთადერთია, რასაც ყოველთვის შეუძლია ჩემი განწყობის გაუმჯობესება.
  • ყოველთვის ვუყვარდი მშობლებს, რომლებიც ბავშვობიდან მარწმუნებდნენ ჩემს უნიკალურობაში, დეიდამ კი, მხოლოდ მაშინ შემიყვარა, როცა გავიზარდე და ძალიან გვიან გამომიტყდა, რომ სინამდვილეში საშინლად ულამაზო ბავშვი ვიყავი და ძალიან მიყვარდა სხვებით მანიპულირება.
  • სკოლაში სწავლისას ყოველ კვირა დღეს წინასწარ ვამზადებდი მთელი კვირის გარდერობს, ისე რომ, სამოსი არ გამეორებულიყო. შესაძლოა პათოლოგიაა, მაგრამ რატომღაც ასე უფრო მშვიდად ვიყავი.
  • ბევრად სასიამოვნოა, როცა გეუბნებიან რომ რეალურ ცხოვრებაში ბევრად უკეთ გამოიყურები, ვიდრე ეკრანზე.
  • როცა „თაიმის” გარეკანზე მოვხვდი, განსაკუთრებული ვერაფერი ვიგრძენი, რადგან რედაქტორს წელიწადში 52 ჟურნალი აქვს შესავსები, მაგრამ როცა ჩემი მეზობლის და მისი მცირეწლოვანი შვილის ფოტო მოხვდა „ნიუ-იორკ თაიმსის” გარეკანზე, სტატია კი, მარტოხელა დედებს მიეძღვნა, ვიგრძენი, რომ ნამდვილი ვარსკვლავის გვერდით ვცხოვრობდი.
  • ზოგი რამ მართლაც მომწონს ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად, ნიუ-იორკი ძალიან პატარა ქალაქად მეჩვენება, რადგან ყველა მიღიმის.
  • არასდროს ვყოფილვარ საკუთარი ფილმის ჩვენებაზე, რადგან ძალიან მეშინია, რომ მაყურებელი სერიოზულ სცენებზე დაიწყებს სიცილს ან ფილმი მოეჩვენება უინტერესოდ და უბრალოდ დაიძინებს.
  • უცნაურია, მაგრამ 40 წლის ასაკში სამჯერ მივიღე ალქაჯის განსახიერების შეთავაზება და კიდევ უფრო უცნაურია, რომ 70 წლისა ისევ რომანტიკულ როლებს ვასრულებ მსუბუქ კომედიებში.
  • მართალია, ძალიან ზარმაცი ვარ, მაგრამ როცა სამუშაო მაქვს, საკუთარ თავს ვერევი და მუშაობას ვიწყებ, რადგან ძალიან მეშინია წარუმატებლობის. ერთი სიტყვით, მე მხოლოდ მარცხის შიშით ვმუშაობ.
  • ბარბარა სტრეიზანდი – მამა ბარბარა სტრეიზანდის ფირფიტებს აგროვებდა. სკოლიდან დაბრუნებული, ფირსაკრავს ვრთავდი და სტრეიზანდის ნაცვლად ვმღეროდი. ყველა სიმღერა ზეპირად ვიცოდი, ყველა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ზუსტად მახსოვდა და საკუთარი თავი ნამდვილი ვარსკვლავი მეგონა.
  • სოფი ლორენის ნამდვილი თაყვანისმცემელი ვარ, ჩემი ქმარი კი, გიჟდება მასზე. პირველად პლაჟზე ნახა საცურაო კოსტუმში და მას მერე გონებადაკარგული, ძალიან დაბნეული დადის.
  • სულ ვფიქრობ, ნეტა მარტინ სკორსეზეს როდის დასჭირდება ქალი პერსონაჟი თავის ფილმში. მემგონი მის შეთავაზებას ვერასდროს ვეღირსები.
  • ცოტა ხნის წინ ვუდი ალენის „მანჰეტენი“ ვნახე და გამახსენდა, როგორ ძალიან არ მომწონდა საკუთარი თავი – მსუქანი ქალი გიგანტური ცხვირით. ვნატრობდი გამხდარ მოდელებს დავმსგავსებოდი პოპულარული ჟურნალებიდან, თუმცა მივხვდი ვერასდროს შევძლებდი მათთვის ფეხის აწყობას და ბედს შევეგუე.