დადგა ზამთარი და ეს ის დროა, როცა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე უსაყვარლესი წყვილი, გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი ზამთრის კურორტს „ასპანას“ სტუმრობენ ხოლმე.
მოსიყვარულე წყვილი ქუჩებში ხელიხელჩაკიდებული გადაიღეს. ფოტოებმა დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. ამ დღეს 78 წლის გოლდის ტყავის შარვალი და თეთრი ქურთუკი ამშვენებდა, 72 წლის კურტი კი ჯინსის შარვალსა და კრემისფერ ქურთუკში იყო გამოწყობილი.
„სამაგალითო წყვილი“, „უსაყვარლესები არიან“, „როცა სიყვარულს უფრთხილდები, ის 41 წელსაც გასტანს“, – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, გოლდი ჰოუნსა და კურტ რასელს 41 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება.
40 წლიანი სიყვარული „ბორტს მიღმა“ – 77 წლის გოლდი ჰოუნისა და 72 წლის კურტ რასელის დიდი მოგზაურობა
77 წლის გოლდი ჰოუნი სავაჭრო ცენტრში აცეკვდა – ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს