LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა შენი ბიჭი მიკ ჯაგერია – The Rolling Stones-ის 80 წლის ფრონტმენის და მისი 36 წლის საცოლის უახლესი ფოტოები

131
page

რამდენიმე დღის წინ, ლეგენდარულმა როკ-ჯგუფმა, The Rolling Stones-მა ალბომი Hackney Diamonds გამოუშვა. ნამუშევარს უდიდეს ტრიუმფს უწინასწარმეტყველებენ.

Hackney Diamonds – ლეგენდარულმა The Rolling Stones-მა ალბომი გამოუშვა

გრანდიოზული პრემიერის შემდეგ, ბენდის ფრონტმენი, მიკ ჯაგერი ამერიკული ბალეტის  საშემოდგომო გალა-კონცერტზე გამოჩნდა. მას თან 44 წლით უმცროსი საცოლე, ბალერინა მელანი ჰემრიკი ახლდა.

ისინი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ. 36 წლის მელანი საყვარელ მამაკაცს სიყვარულით აღსავსე მზერით უცქერდა.

ამ დღეს 80 წლის მიკი მუქი ხავერდის, მწვანე პიჯაკში იყო გამოწყობილი, მის საყვარელი ქალს კი უმშვენიერესი შავი კაბა ამშვენებდა, რომელიც წელზე მაქმანებით იყო გაფორმებული.

ვიდეო: ლეონარდო დიკაპრიო, ლენი კრავიცი, შიშველი მოცეკვავეები და სასმელის ზღვა – მიკ ჯაგერმა 80 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა

ცნობისთვ8ის, წყვილი  ერთად უკვე 9 წელია ცხოვრობს, ისინი 6 წლის ვაჟს ზრდიან.

79 წლის მიკ ჯაგერმა წითელ ხალიჩაზე 44 წლით უმცროსი შეყვარებული გამოაჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები