“ტვ პირველის” გამოკითხვაზე დაბარებას საზოგადოების არაერთი ცნობილი სახე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“შენ, ვინც ეხლა ამ რეპრესიებს, ცილისწამებებს და განუკითხაობას ტაშს უკრავ ან ჩუმად ხარ – როცა შენ მოგადგებიან, ხმის ამომღებიც აღარ იქნება დარჩენილი! იფიქრე ამაზე კვერცხო!”- წერს ირინა სარიშვილი
ტელეკომპანიას მხარდაჭერას უცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი.
“ხელები შორს TV პირველისგან! მხარაჭერა მთელ გუნდს! ” – წერს უჩა ნანუაშვილი
პროკურატურა: ტვ პირველის დამფუძნებელი გამოკითხვაზე თიბისის საქმეზე დავიბარეთ
"ტვ პირველის" მფლობელს სავარაუდოდ, ზეგ, 8 აგვისტოს დაკითხავენ.
ოპოზიცია ვატო წერეთელის დაკითხვაზე დაბარებას “ტვ პირველის” საქმიანობას უკავშირებს.
“სახიფათო ექსპერიმენტებია და ცუდად სრულდება ეს…გვინახავს რეპრესიები ყველა სახის და რაღაც მაინც უნდა ისწავლოს ხელისუფლებამ წარსულისგან…” – წერს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.
“ტვ პირველი – ივანიშვილის მორიგი სამიზნე. არ გაუვათ და ცუდად დაამთავრებენ.სოლიდარობა ტვ პირველს!”- აცხადებს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ოთო კახიძე.
მმართველი გუნდის ოპონეტებს მიაჩნიათ, რომ “თიბისი ბანკის” საქმე ხელისუფლებამ ჯერ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენა, ახლა კი არხის გასაჩუმებლად გამოიყენებს.
“11 წლის წინანდელი საქმით, რომელშიც დაზარალებულ/მომჩივანი არ არსებობს, ჯერ ერთ ბანკს აახია სახე, ახლა ტელევიზიას მიადგა და ვისი ხელითაც ამას აკეთებს, იმას უზენაესის თავმჯდომარედ უშვებს”- წერს გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
“ტვ პირველის” მფლობელს სავარაუდოდ, ზეგ, 8 აგვისტოს დაკითხავენ. ვატო წერეთელმა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გასცემს პასუხს გამომძიებელს.
ვატო წერეთელი, მის მიმართ გამოძიების გააქტიურებას, TV პირველის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს.