ლეგენდარული მსახიობმა, ალ პაჩინომ და მისმა მეგობარმა გოგომ, ნურ ალფალაჰმა, მეგობრების გარემოცვაში, ბევერლი-ჰილსზე მდებარე რესტორანში ივახშმეს. პაპარაცებმა 30 წლის ნური მაშინ გადაიღეს, როცა რესტორნიდან მარტო გამოდიოდა.
ამ დღეს ალი საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ის შავებში იყო გამოწყობილი, ხელში ტელეფონი და ყურსასმენები ეკავა.
„როცა საკუთარი ასაკი დაგავიწყდა“, – ასე შეაფასეს პაჩინოს გამოჩენა ინტერნეტსივრცეში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ნურ ალფალაჰი და მათი საერთო ვაჟი, რომანი პირველად მოხვდნენ „ვოგის“ გარეკანზე.
გადაღლილი ალ პაჩინო ეულად სეირნობს – 83 წლის კინოს ლეგენდა ბიოგრაფიულ წიგნზე მუშაობს
ფოტო: 83 წლის ალ პაჩინო 30 წლის შეყვარებულთან პაემაზე
გაიცანით რომან პაჩინო – 83 წლის ალ პაჩინოს 30 წლის საცოლე და მათი ვაჟი პირველად „ვოგის“ გარეკანზე