LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ქვეყნის მე-3 პრეზიდენტს ასეთი სისასტიკით ექცევიან, სად ხართ ეს „აზრზე“ მოსულები? სად არიან მიშას ყოფილი გუნდის წევრები, ხმას რომ არ იღებენ?“ – ზვიად ციკოლია მიმართვას ავრცელებს

312
BeFunky-collage (4)

ცნობილი დიზაინერი, ზვიად ციკოლია მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს “ოფიციალურად ასეთი სისასტიკით” ექცევიან, დუმილი დანაშაულია.

“რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩემი პოსტი გარკვეული კატეგორიის წარმომადგენლებისთვის მაინც ვერ ვიკავებ თავს რომ არ დავწერო. მთელი მსოფლიო და „აზრზე“ მოსულები სიტყვებს დასდევენ რომ ქალს ქალი არ დაუძახო და კაცს კაცი თორემ სექსისტიხარ. შავკანიანი თურმე ფერადკანიანია და ა.შ 1001 მოგონილი ყლ…ობა რაც საზოგადოებამ აიტაცა და პატარა საშუალებაც თუ მიეცა ეგრევე გამსოვლებს აწყობს გინდა ერთეულები და გინდა არასამთავრობო ორგანიზაციები.

აი, დღეს როცა ქვეყნის მე-3 პრეზიდენტს ოფიციალურად ასეთი სისასტიკით ექცევიან, როცა ექიმებს უგულებელყოფენ სად ხართ ეს „აზრზე“ მოსულები თქვენი დასავლელი „სვეცკებით“? სად არიან ის პოლიტიკოსები და განსაკუთრებით მიშას ყოფილი გუნდის წევრები ხმას რომ არ იღებენ და კომფორტულად გრძნობენ თავს უცხოეთში. აღარ არის საქართველო დღის წესრიგში თუ ისევ ხუ..ოს შიშმა შეიპყრო ევროპელი თუ ამერიკელი დემოკრატიის და ჰუმანიზმის კერპები? მინდოდა ეს პოსტი გინებით დამემთავრებინა მაგრამ ამის ღირსიც არ ხართ”, – წერს ზვიად ციკოლია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც პარლამენტის ყველა ექიმ წევრს, მოუწოდა, რომ მოინახულონ, როგორც პაციენტი და გააკეთონ დასკვნები.

სააკაშვილი ხუნდაძესა და სერგეენკოს მიმართავს: “მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები