პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას, იმ კითხვებზე, რომელსაც სვამს პარლამენტი, როდესაც ამას პარლამენტი მიკრძალავს, მე შინაარსს ვერ ვხედავ, ასე შემიძლია ტელევიზორში ვუყურო – ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ გააკეთა.
როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, დაანონსებული იყო დებატების ფორმატი და მისთვის მიუღებელია ამის გაუქმება.
“თქვენ იცით, რომ გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი, რასაც მე მივესალმე, ამის თაობაზე არაერთხელ იყო დაანონსებული. ველოდები პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მომცემს შესაძლებლობას, რომ დებატების ფორმატში შევიდე დეპუტატებთან. რეგლამენტში არსად წერია, რომ პრეზიდენტს პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონდეს“- აღნიშნა მარგველაშვილმა