Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
როცა მოწვეულთა შორის ძალადობით ცნობილი ვახტანგ წერეთელია, უნდა მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები: პაპუაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მოწვეულთა შორის ძალადობით ცნობილი ვახტანგ წერეთელია, უნდა მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები: პაპუაშვილი

194
4 (1)

მოვისმინეთ ბატონი ვახტანგ წერეთლის მიერ მოყოლილი ისტორია, რომელსაც მისივე თანამშრომლები არ იჯერებენ. ისტორია იმის შესახებ, თითქოს ამას წინ არაფერი არ უძღოდა, უბრალოდ ტყუილია! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტვ „პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მიმართ უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ქმედების შეფასებისას აღნიშნა.

“ისტორია იმის შესახებ, თითქოს ამას წინ არაფერი არ უძღოდა, უბრალოდ ტყუილია! მე ის მიკვირს, რომ ორი დღეა ფაქტობრივად ზიზღის კამპანია მიდის და არავინ არ დაინტერესებულა რა იყო ნამდვილი ისტორია.” – აცხადებს პაპუაშვილი.

პაპუაშვილის თქმით, ორი დღეა ფაქტობრივად ზიზღის კამპანია მიდის და არავინ არ დაინტერესებულა რა იყო ნამდვილი ისტორია.

“მანამ, ვიდრე ვახტანგ წერეთელი არ იტყვის სიმართლეს, მანამ, ვიდრე ის ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე ენთუზიაზმით იყვნენ გამოსული და აფასებდნენ სხვის ქმედებებს, ასევე ენთუზიაზმით არ შეაფასებენ წერეთლის ქმედებასაც, მანამდე მიჭირს რაიმე კომენტარის გაკეთება.” – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამერიკის და არა მხოლოდ მათთვის ეს დღე მნიშვნელოვანი იყო.

“დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავს აღვნიშნავდით და პროვოკაციით რომ ამ დღეს ჩრდილი მიადგა, ესეც სამწუხაროა. მესმის ორგანიზატორების, მათი პასუხისმგებლობაა სტუმრებისთვის მშვიდი გარემო იყოს.” – აცხადებს პაპუაშვილი.

“მოწვეულთა შორისაა ადამიანი, რომელიც ვერბალური და ფიზიკური ძალადობით არის ცნობილი – ვახტანგ წერეთელს ვგულისხმობ, ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძალადობით შემოგვივარდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როცა ასეთი ადამიანია ღონისძიებაზე, წინასწარ უნდა მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები და იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევა აღარ იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატები. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები