LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა მეზობლები გიყურებენ“ – კიმ ბესინგერისა და ალეკ ბოლდუინის ულამაზესი ქალიშვილი

682

ცნობილი მსახიობების, კიმ ბესინგერისა და ალეკ ბოლდუინის ქალიშვილი, 22 წლის აირლენდ ბოლდუინი აქტიურადაა ჩართული სამოდელო ბიზნესში. გოგონამ რამდენჯერმე შეიცვალა იმიჯი, ამიტომ მედიაში მუდამ მსჯელობენ, ვის უფრო ჰგავს 22 წლის აირლენდი. ამჯერად მოდელმა „ინსტაგრამზე“ საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „როცა მეზობლები გიყურებენ“. ფოტოზე აირლენდი საოცარ ფორმაშია და 90-იანი წლების კიმ ბესინგერს მოგაგონებთ.

შეგახსენებთ, რომ კიმ ბესინგერი და ალეკ ბოლდუინი ერთმანეთს 2000 წელს დაშორდნენ. აირლენდი წყვილს 1995 წელს შეეძინა. სამოდელო კარიერა მან 2013 წელს დაიწყო, როცა  IMG Models-ის გუნდს შეუერთდა. მოგვიანებით აირლენდი  Vanity Fair-ის,  Elle-ისა და სხვა პოპულარული გამოცემების გარეკანზეც მოხვდა. მას კარგი ურთიერთობა აქვს მამასთან, თუმცა უმეტესად დედასთან ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა პოპუალარული დედა-შვილი მალიბუში, სანაპიროზე დასვენებისას გადაიღეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები