LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა კომპანიის სახელს იგებ, პირველი უნდა გახსენდებოდეს განსხვავებული, რაც მას შეუქმნია“ – FM ქოუჩი

10
სალომე-ჩადუნელი

რამდენად რთულია სამართავად ქეითერინგ კომპანია – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია „ჩადრაგინების“ დამფუძნებელი სალომე ჩადუნელი.

როგორ შეიქმნა თქვენი ქეითერინგ კომპანია?

2017 წელს მეგობარმა შეგვიქმნა ჩადრაგინების გვერდი – კულინარიული ბლოგი, სადაც ხშირად ვაქვეყნებდით ჩვენს განსხვავებულ რეცეპტებს, რაც საკმაოდ პოპულარული იყო სოციალურ ქსელში, ამ ყველაფერმა კი დაგვაფიქრა შეგვექმნა რაიმე უფრო სერიოზული, კომერციული, სწორედ ესე შევქმენით ალაფურშეტის სერვისი. პირველად დავიწყეთ პასქით, შემდეგ უკვე ერთ-ერთი ცნობილი წყვილისგან მივიღეთ ქორწილის შეკვეთა, რომელთაც სურდათ განსხვავებული ტკბილეული და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ბეზეს ტორტი “პავლოვა”, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, რის გამოც ეს ტორტი უკვე სხვა მომხმარებლებსაც შევთავაზეთ, ესე იქცა “პავლოვას’’ ტორტი ჩვენს სავიზიტო ბარათად.

რა იყო მთავარი მიზანი?

ბავშვობიდან ვოცნებობდი მქონოდა ისეთი ადგილი, სადაც ჩემი საყვარელი ადამიანები მოვიდოდნენ და დააგემოვნებდნენ ჩემს მიერ გაკეთებულ კერძებს. ხშირად ვუყურებდი მამოტივირებელ ფილმებსაც. თავიდან როცა ამ ბიზნესს ვიწყებდით, მეშინოდა. ალბათ უფრო იმის, თუ როგორ მიგვიღებდა მომხმარებელი, ერთია როცა თავად მოგწონს შენი გაკეთებული და მეორეა როცა სხვას მოსწონს. თან ესეთ კონკურენტულ გარემოში მოაწონო მომხმარებელს თავი საკმაოდ რთულია. მიხარია, რომ საყვარელი საქმე ბიზნესად ვაქციეთ. შეუძლებელი არაფერია. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ მომხმარებელს სწორად მიეღო და მოსწონებოდა “ჩადრაგინები’’.

როცა კომპანიის სახელს იგებ, პირველი უნდა გახსენდებოდეს ის განსხვავებული, რაც მას შეუქმნია და რითაც ის გამოირჩევა სხვებისგან.

რას უნდა მოიცავდეს ქეითერინგ სერვისი?

სერვისი უნდა იყოს ნებისმიერ სეგმენტზე მორგებული, ხარისხზე ორიენტირებული. პროდუქცია უნდა მზადდებოდეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან, არ აქვს მნიშვნელობა ეს პატარა კანაპე იქნება თუ ტორტი. მუდმივად უნდა ცდილობდეთ მენიუს გაფართოებასა და გამრავალფეროვნებას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ქართულ ბაზარზე შეძენილი პროდუქტით მომზადდეს ჩვენი ნაწარმი, რადგან ამით ერთმანეთის განვითარებას შევუწყობთ ხელს. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაქცევთ დეტალებს, რადგან სწორედ ამ პატარა დეტალებით ვუქმნით სხვა ადამიანს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს, რის გამოც ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას. არამარტო მომხმარებელი, არამედ ჩვენც უნდა ვიყოთ კმაყოფილი ჩვენი შექმნილით.

როგორია ქართველი მომხმარებელი?

ჩვენი მომხმარებელი არის საუკეთესო – ჩვენი პირველი მრჩეველია. რჩევის, შენიშვნის მიმართ გვაქვს მიმღებლობა. მუდმივად ვეკონტაქტებით ჩვენს მომხმარებელს და ვცდილობთ შევთავაზოთ სიახლეები. როდესაც ერთდროულად სხვადასხვა გემოს დაგემოვნება სურს მომხმარებელს, შეუძლია შეუკვეთოს როგორც ორი სახის, ისე ოთხი სახის ტორტის კომბინაცია.

რთულია ბაზარზე დამკვიდრება?

ბაზარზე დამკვიდრება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან ძალიან დიდი კონკურენტული გარემოა. როცა გსურს ბაზარზე დამკვიდრდება, შენი მთავარი მიზანი არის მომხმარებელს შესთავაზო განსხვავებული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისგან დამზადებული ნაწარმი, არასდროს არ გაუცრუო იმედები და მოერგო მათ სურვილებს.

Warning: Attempt to read property "name" on null in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-content/plugins/dynamic-content-for-elementor/includes/extensions/dynamic-visibility.php(1816) : eval()'d code on line 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები