დალი ჩიტალაძემ კლასიკურ ჩაცმულობაში რამდენიმე საინტერესო ფოტო „ინსტაგრამზე“ შემოგვთავაზა და გამომწერების აღფრთოვანება დაიმსახურა.
შავი ელეგანტური ჩაცმულობა დათუნა სულიკაშვილის შექმნილია.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გამჭირვალე კორსეტი, რომელიც მოდის მოყვარულმა განსაკუთრებულად მოიხდინა.
„როცა გგონია, რომ ძველს ახალი სჯობს, დალი გვიმტკიცებს, რომ კლასიკა უკვდავია და ტრენდი ეფემერული! შეუდარებელი ხარ“, წერს ერთ-ერთი გამომწერი.