LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა გეკითხებიან, ოკუპირებულია თუ არა საქართველო, ნუ ამბობთ, რომ პოლიტიკაში ვერ ერკვევით! პატივი ეცით ჩვენს ქვეყანას“ – რეზო გიგინეიშვილი რუსებს მიმართავს

317
რეზო-გიგინეიშვილი

რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი, „ინსტაგრამზე“ აფხაზეთის ომის ტრაგედიის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და რუსეთის იმ მოქალაქეებს მიმართავს, ვინც ახლა ლარსის გავლით ქვეყანაში შემოსვლას ცდილობს:

,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, მაგრამ გთხოვთ, როცა გეკითხებიან, ოკუპირებულია თუ არა საქართველო, ნუ ამბობთ, რომ პოლიტიკაში ვერ ერკვევით. მე ბევრ ჩემს კოლეგასა და მეგობარს ავუხსენი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რომ აფხაზეთში ჩატარებული ფესტივალი უკანონოა და უნდა იყოს დასჯადი. არ მესმის მათი, ვინც იქ ჩადის. ეს ჩემი ქვეყნის უდიდესი ტკივილია, ხალხმა უნდა სცეს პატივი ჩემს ქვეყანას, მის ისტორიას, ახლა მაინც!“ – წერს გიგინეიშვილი.

„მრავალრიცხოვანი აქცია ლარსზე, შეიძლება უშუალოდ რუს ლტოლვილებთან რაიმე სახის შეხლა-შემოხლით დაგვირგვინდეს, ეს არაფერს კარგს არ მოგვიტანს“ – კახა გოგოლაშვილი

 

View this post on Instagram

 

A post shared by Rezo Gigineishvili (@rezofilm)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები