LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ეს მოხდა ერთ კვირაში ექვსი სიმღერა დავწერე..“ – როდის განიცადა ლიზი გოზალიშვილმა ყველაზე დიდი ტკივილი და როგორ აატირა „ვოისის“ მწვრთნელი

2685
Untitled design (59)

„მას შემდეგ, რაც გადაცემა ეთერში გავიდა, სულ მგონია, რომ სიცხე მაქვს,“ – ქართველი მომღერალი და The Voice of Germany-ის მონაწილე ლიზი გოზალიშვილი პროექტში მონაწილეობასა და საკუთარ ცხოვრებაზე გაზეთ „თბილისელებთან“ საუბრობს.

„სცენაზე, რომ გავედი და სიმღერა დავიწყე ნერვიულობა კი არა, საერთოდ არაფერი აღარ მახსოვდა. 

სიმღერა Earth Song და სამოსი უკრაინის დროშის ფერებში პროექტის გუნდს მე შევთავაზე და დამთანხმდნენ.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ მწვრთნელი სცენაზე ამოვიდა და ჩემთან ერთად იმღერა, ბევრმა აღნიშნა, რომ მეორე შესრულება ბევრად უკეთესი იყო.

ერთ მწვრთნელს შირინ დეივიდს  ცრემლები წამოუვიდა, ის ძალიან ცნობილი რეპმომღერალია გერმანიაში. სწორედ მან შეამჩნია ჩემი ჩაცმულობის ფერები, სიმღერის მნიშვნელობაც და მკითხა, რატომ აირჩიე ეს სიმღერაო?!

ეს სიმღერა არის იმაზე თუ რას ვაკეთებთ ჩვენ და ძალიან აქტუალურია, რადგან სამყაროში არის ომი, რადგან ჩემმა ქვეყანამაც გამოიარა ომი.

ლიზი ცხოვრებისეულ ტრავმებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველაზე დიდი ტკივილი მისთვის საყვარელი ადამიანის გარდაცვალებაა.

„ჩემი საუკეთესო მეგობარი მარიამი, გარდაიცვალა როცა მეთორმეტე კლასში ვიყავით.. როცა ეს მოხდა ერთ კვირაში ექვსი სიმღერა დავწერე.. ის ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო..

საყვარელი ადამიანის გარდაცვალება არის ძალიან ძლიერი ტკივილი..

გადამიდია ადამიანებისთვის მადლობის თქმა, მერე დრო გასულა მიფიქრია, რომ უკვე ხელოვნური იქნებოდა და შანსი ხელიდან გამიშვია..

დიდად ამაყი ადამიანი არ ვარ, თუმცა ბევრი ისეთი ნაბიჯი გადამიდგამს, რომელიც შეიძლება საზოგადოების მცირე ნაწილს ესმოდა, მაგრამ მე მაინც გავაკეთე ,“– ამბობს მომღერალი.

„კარგა ხანია ასე არ მინერვიულია.. თუმცა ემოცია იმდენად დიდია, ნერვიულობად ღირს“ – ლიზი გოზალიშვილის მიმართვა და გამოხმაურებები

ვიდეო: ლიზი გოზალიშვილი: „როცა განაცხადი შევავსე, არანაირად არ მეგონა, რომ გერმანულ „ვოისში“ აღმოვჩნდებოდი…“

ვიდეო: მოულოდნელი სიურპრიზი – რა მოხდა კულისებში, სანამ ლიზი გერმანულ „ვოისში“ სცენაზე გავიდოდა

„მწვრთნელებმა ბევრჯერ აღნიშნეს, რომ ქართველებს განსაკუთრებული ხმა გვაქვს.. შემდეგი ეტაპი ძალიან საინტერესო იქნება“ – ცნობილია როდის ვიხილავთ ლიზი გოზალიშვილს გერმანული „ვოისის“ „რინგზე“

ვიდეო: „როცა სარეგისტრაციო ფორმა გავაგზავნე, საერთოდ არანაირი იმედი არ მქონდა“ – რას ჰყვება ლიზი გოზალიშვილი, რომელმაც გერმანელი ჟიური აღაფრთოვანა

„სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს – ნამდვილად ვერ“ – ლიზი გოზალიშვილის წარმატება გერმანულ „ვოისში“

ვიდეო; „მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი.. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ სიმღერით მეთქვა ის, რასაც ვგრძნობ..“ – ლიზი გოზალიშვილის ბრწყინვალე შესრულება გერმანულ Voice-ში და ატირებული ჟიური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები