“სანამ ქალების როლზე უნიჭო ხუმრობებს ვისმენთ კარგად გვახსოვდეს, როცა საქმე საქმეზე მიდგა და ერი შიმშილის პირას მივიდა ქალებმა იხსნეს ეს ქვეყანა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წერს.
ქადაგიძე 2014 წელს მის მეირ დაწერილ სტატუსს აქვეყნებს და დასძენს, რომ ჩვენი თაობა ვერასდროს ამოვა ამ ქალების ვალიდან.
“გამეორება ცოდნის დედააო
რას ნიშნავს 800 მილიონი დოლარი საქართველოს ეკონომიკისთვის? შედარებისთვის ეს არის:
1. ერთი წლის იმპორტი ბუნებრივი აირის, სამკურანლო საშუალებების, ხორბლის და შაქრის ერთად აღებული
2. ერთი წლის ექსპორტი ფერადშენადნობი, სპილენძი, თხილის, ღვინის და მინერალური წყლების ერთად აღებული
3. ერთი წლის საპენსიო ფონდი
4. შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულების სამინისტროების ბიუჯეტი ერთად აღებული
5. თითქმის იგივეა რაც მოგების და აქციზის წლიური გადასახადი ერთად
ანუ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს არის თანხა, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია ერთი წლის განმავლობაში გასცეს პენსიები, უზრუნველყოს წესრიგსა და უსაფრთხოების დაცვა და ა.შ.
ეს არის თანხა რომელსაც სამუშაოდ წასული ჩვენი დები და დედები ყოველწლიურად აგზავნიან საქართველოში საკუთარი ოჯახების გადარჩენისთვის!!!”, – ვკითხულობთ ქადაგიძის სტატუსზე.