LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალაქის მასშტაბით 3200-მდე სამართალდამცველი იყო მობილიზებული: შსს

58
BeFunky-collage (7)

5 ივლისს, როდესაც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალაქის მასშტაბით 3200-მდე სამართალდამცველი იყო მობილიზებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე,  ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, პოლიციის თანამშრომლები გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა ტერიტორიაზე, იქ სადაც შეკრებილები იყვნენ კონტრდემონსტრანტები: დედაენის პარკში, ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ფილარმონიასთან.

„ჩვენ 4 ივლისს საღამოსაც შევხვდით გაერო-ს სახლში ღონისძიების ორგანიზატორებს. უკვე გვქონდა დაზუსტებული ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვა ლოკაციაზე გეგმავდნენ კონტრაქციის ჩატარებას. ისინი განთავსდებოდნენ რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ტერიტორიაზე, შესაბამისად საფრთხის შემცველი იყო ღონისძიების იმ ფორმით და იმ მასშტაბით ჩატარება, რაზეც „პრაიდის“ ორგანიზატორები საუბრობდნენ. ჩვენ ეს ინფორმაცია დეტალურად მივაწოდეთ. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები. თუმცა პრაიდის ორგანიზატორების მხრიდან, არც ღონისძიების გადადებაზე, არც რაიმე ტიპის ცვლილებაზე თანხმობა არ მიგვიღია.

5 ივლისს ჩვენ ველოდებოდით პრაიდის ორგანიოზატორების მხრიდან, რომ კონკრეტულად გვეტყოდნენ ლოკაციას, თუ საიდან დაიწყებოდა ღონისძიება, შესაბამისად, ჩვენ 3200-მდე პოლიციელი გვყავდა ქალაქის მასშტაბით მობოლიზებული. ისინი გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა ტერიტორიაზე, იქ, სადაც შეკრებილები იყვნენ,“- განაცხადა დარახველიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები