LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა დაუსხეს ჩაი, არ იცოდა, კოვზი რა იყო და თითით ურევდა – ცხოვრება ქუჩაში (ვიდეო)

292

“თუ ვინმეს ჰქონია ბოლო პერიოდში შეხება ისეთ მოვლენებთან თბილისში, როგორიცაა  ბავშვები, მათხოვრები ქუჩებში, ეს ყველაფერი იყო  აღკვეთილი და დღეს ჩვენი მოქალაქეები და ქალაქის სტუმრები თავისუფლად სეირნობენ ძველი თბილისის ქუჩებში,”- ეს სიტყვები შს მინისტრს გიორგი გახარიას ეკუთვნის.

სინამდვილეში ეს ბავშვები არსად გამქრალან. ისინი ისევ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და ისევ მოწყალებას ითხოვენ ქუჩაში, შუქნიშნებთან – სიცოცხლის რისკის ფასად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მოწყალებას ითხოვენ მარტო, ოჯახის წევრებთან ან თანატოლებთან ერთად. უცნაურია, შს მინისტრი ხაზს მხოლოდ იმას უსვამს, ტურისტები რომ თავისუფლად სეირნობენ და მათ აღარავინ აწუხებს. პრობლემა უფრო ღრმაა – სახელმწიფოს მოვალეობაა იზრუნოს მიუსაფარ ბავშვებზე, გამოსტაცოს ისინი ქუჩას, ხელი შეუწყოს რეაბილიტაციაში, გააძლიეროს, საგანმანათლებლო პროგრამებში ჩასვას… ამისთვის უწყებებს  ერთმანეთთან კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ.

საქართველოში 1400 მიუსაფარ ბავშვზე მეტია იდეტიფიცირებული. სოციალური მუშაკი ირინა წერეთელი “ფორტუნასთან” ყვება, როგორ ცხოვრობენ ისინი და რას აკეთებს სახელმწიფო მათთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები