LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ცოლს შვილები აღარ უნდა… უეფა კლუბებს ფულს თხოვს – ამბები მოკლედ

56
fabre

ლა ლიგის პრეზიდენტი: „ყველაფერი იქით მიდის, რომ სეზონს ვერ ჩავამთავრებთ“.

ობამეიანგს „ბარსელონაში“ გადასვლა უნდა.

„ბარსელონას“ ზაფხულში ოთხი ახალი ფეხბურთელი სურს.

კონტე ზამთარში ვიდალს „ინტერში“ გადასვლაზე ელაპარაკებოდა. ჩილელი შესაძლოა ლაუტარო მარტინესის გარიგებაში ჩართონ.

„ატალანტამ“ 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა პულიშიჩთან. კლუბი ფეხბურთელს ზაფხულში „ჩელსიდან“ 15 მლნ ევროდ წამოიყვანს.

„ნაპოლი“ გულამის წავლის შემთხვევაში „ხეტაფეს“ მცველის კუკურელიას ვარიანტს განიხილავს.

„ნაპოლი“ იოვიჩით არის დაინტერესებული. კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელის აგენტს უკვე ელაპარაკება.

უეფას დაახლოებით 275 მლნ ფუნტი უნდა კლუბებისგან ევრო 2020-ის ერთი წლით გადატანისთვის (The Athletic).

თურქეთი მზადაა დამოუკიდებლად მიიღოს ევრო 2020 (As).

უეფა ჩემპიონატების გამარჯვებულად მიიჩნევს ამჟამინდელ ლიდერებს, თუ ტურნირები არ განახლდება.

ბრუნი ფერნანდეში პრემიერლიგაში თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს.

„ვალენსიაში“ კორონავირუსის ტესტების 35% დადებითი აღმოჩნდა. ყველა შემთხვევა უსიმპტომოა.

ფაბრეგასი კარანტინზე: „რადგან ცოლს მეტი შვილი არ უნდა, რომელ სერიალებს მირჩევთ“.

ჩინეთში ჩემპიონატის დაწყებას 18 აპრილს აპირებენ. ქვეყანაში დაინფიცირებულთა 84% გამოჯანმრთელდა.

ირანელი მინი ფეხბურთის ნაკრების მწრთნელი და სპორტული დირექტორი ახმად ტახერი კორონავირუსისგან გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები