Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„როცა ბავშვი მეტყველების დაწყებას აგვიანებს, ოჯახის წევრები თავს იმით იმშვიდებენ, რომ ასე იყო ბავშვის მამაც, ბაბუაც… შესაძლებელია“ – რუსუდან ბოჭორიშვილის განმარტება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ბავშვი მეტყველების დაწყებას აგვიანებს, ოჯახის წევრები თავს იმით იმშვიდებენ, რომ ასე იყო ბავშვის მამაც, ბაბუაც… შესაძლებელია“ – რუსუდან ბოჭორიშვილის განმარტება

4362
რუსუდან-ბოჭორიშვილი

გადაცემას სტუმრად ექიმთან ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის „სივრცენი“ დამფუძნებელი, კოალიცია „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელმძღვანელი“ –  რუსუდან ბოჭორიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ბავშვთა მეტყველებაზე ისაუბრა. კითხვაზე, სწორია თუ არა ამ დროს გენეტიკურ ფაქტორებზე საუბარი, ფსიქოლოგმა განმარტა:

„|ზოგადად, ბავშვის განვითარებაზე ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები, როგორიც არის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური. შეიძლება იყოს ბიოლოგიური მოწყვლადობა და ამით გამოწვეული მეტყველების განვითარების სირთულეები, მაგრამ აქ ასევე ერთვება გარემო პირობებიც.

თუ ბავშვი იზრდება ისეთ გარემოში, სადაც არ დგება პირველი კომუნიკაცია იმ ფორმით და სიხშირით, როგორც საჭიროა, ან უარეს შემთხვევაში, ბავშვი  დეპრივირებულია ანუ მოწყვეტილია ადამიანურ ურთიერთქმედებას და სამეტყველო გარემოს, რა თქმა უნდა, მაშინ მეტყველების განვითარება შესაძლოა შეფერხდეს, ხოლო თუ ბიოლოგიური ფაქტორებიც სახეზეა მაშინ კიდევ უფრო მძიმე სურათს მივიღებთ.

რა თქმა უნდა, გენეტიკური ფაქტორი არის მნიშვნელოვანი წინასწარგანწყობა. როდესაც ბავშვი მოევლინება ქვეყანას ამ წინასწარ განწყობით, კიდევ უფრო დიდ  მნიშვნელობას იძენს,  თუ რამდენად ყურადღებიანი და ინფორმირებული გარემო ხვდება და რა ტიპის მხარდაჭერას სთავაზობს ეს გარემო, დროულად მოხდება თუ არა იმის შემჩნევა, რომ „რაღაც ისე არ მიდის“. ზუსტად ყოველივე ეს განაპირობებს  სრულად ჩაირთვება თუ არა  რისკფაქტორები, თუ მას ხელსაყრელი გარემო ფაქტორები დააბალანსებს. იგულისხმება, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან დროულად მიყვანას, მშობლის მხრიდან შესაბამის სტიმულირებას და ა.შ.

დიახ, გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვი აგვიანებს ლაპარაკის დაწყებას, მშობლები კი იმშვიდებენ თავს, რომ ასე იყო მამაც, ბაბუაც… რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა, რომ ბავშვის წინაპარმა დაგვიანებით, მაგრამ, მაინც დაიწყო მეტყველება, მაგრამ, სწორედ ამ გარემოების გამო დროულად უნდა მოხდეს რეაგირება და  სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა.

ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელ ბავშვებს გაცილებით მეტ რისკ-ფაქტორებთან უწევთ გამკლავება, ვიდრე წინა თაობებს, მაგალითად, გაჯეტები, დაკავებული მშობლები, დროის დეფიციტი, დატვირთული გრაფიკი, ინფორმაციის დიდი ნაკადი, კოვიდი და ა.შ“ – განაცხადა რუსუდან ბოჭორიშვილმა.

არ დააძალოთ ბავშვს მეტყველება, არ უთხრათ, აბა თქვი, აბა გაიმეორე – რუსუდან ბოჭორიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები