LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ბავშვები სუპერვარსკვლავებს ჯობია: რეალს სავარჯიშო მოედანი არ დაუთმეს

5

ნორვეგიელებმა მადრიდის ”რეალს” საწვრთნელ მოედანზე ბავშვების გამო უარი უთხრეს.
როდესაც პატარები ”სამეფო კლუბის” ვარსკვლავებზე ძვირფასია.

უეფას სუპერთასის მატჩამდე, რომელშიც ”ბლანკოსი” ”სევილიას” შეხვდება, მადრიდისტების ხელმძღვანელობამ ტრონჰეიმთან ახლოს მდებარე მალვიკში საწვრთნელი მოედნის გამოყოფა ითხოვა. თუმცა მადრიდელმა მოულოდნელი პასუხი მიიღეს: სტადიონის ადმინისტრაციამ უარი უთხრა ”რეალს” და დაეყრდნო იმ ფაქტს, რომ იმავე პერიოდში ადგილობრივ ბავშვებს ვარჯიში აქვთ.

”ვარჯიში იმავე დროს ემთხვეოდა და ყველაფერს კარგად არ ჩაუვლია. ”რეალი” გაწბილებული დარჩა, თუმცა არც ის არის სასიხარულო, რომ 270 ბავშვი უკან მიაბრუნო”, – ახსნა გადაწყვეტილება საწვრთნელი ბაზის თავკაცმა ფროდე ფორბორდმა.

”რეალისა და ”სევილიას” მატჩი 9 აგვისტოს ტრონჰეიმში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები