LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა აქეთ მხარეს არის საქართველოს ევროპული მომავალი, ვინ მიგდია ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს ოცნება მოგვიკლას – ლაშა ბუღაძის სიტყვები აქციაზე, რომელსაც ოვაციები მოჰყვა

105
bugadzeee

აქეთ არის საქართველო, მეორე მხარეს არის ერთი კაცი, ეს ერთი კაცი საქართველოს ისტორიას ვერ გადაწონის – ამის შესახებ ლაშა ბუღაძემ აქციაზე – “შინ ევროპისკენ” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ერთ დღეში არაფერი გადაწყდება, ამით თავი არ უნდა მოვიტყუოთ, მაგრამ თუკი ვიქნებით ერთად, თუკი ვიქნებით თანმიმდევრულები, ჩვენ ჩვენს მიზანს მივაღწევთ, როგორც მიაღწია საქართველომ დამოუკიდებლობას. როცა აქეთ მხარეს არის საქართველოს წარსული, აწმყო და ევროპული მომავალი, ვინ მიგდია ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს ოცნება მოგვიკლას. აქეთ არის საქართველო, მეორე მხარეს არის ერთი კაცი, ეს ერთი კაცი საქართველოს ისტორიას ვერ გადაწონის და ჩვენს ნებას” – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ბუღაძემ, რომელსაც დიდი ოვაციები მოჰყვა აქციის მონაწილეების მხრიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები