83 წლის ალ პაჩინოსა და 29 წლის ნურ ალფალას ურთიერთობის შესახებ, ინფორმაციები არაზუსტია. მედიამ ბოლომდე ვერ გაარკვია, ისევე ერთად არიან თუ არა, 83 წლის ოსკაროსანი მსახიობი და მისი რჩეული, რომლისგანაც ცოტა ხნის მსახიობს ვაჟი შეეძინა.
სამაგიეროდ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ალ პაჩინო დათანხმდა პარტნიორის მოთხოვნას, თვეში 30 ათასი დოლარის გადახდის თაობაზე, რაც ალიმენტის სახით, მას შვილის გაზრდაში დაეხმარება.
წყვილის ვაჟი ჯერ მხოლოდ 5 თვისაა და მან უკვე მსოფლიოს ალაპარაკება შეძლო.
ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა ნურ ალფალა ბევერლი-ჰილზში გადაიღეს, სადაც ის შოპინგზე იმყოფებოდა და ბედნიერი ჩანდა.
გაიცანით, 83 წლის ალ პაჩინოსა და 29 წლის ნურ ალფალაჰის ვაჟი – წყვილის უახლესი ფოტოები