LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობოპარკინგზე 15 წლით მოტოვებულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

37

შოტლანდიურ ედინბურგში რობოტიზებულ პარკინგზე მიტოვებულ ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შეგახსენებთ, აღნიშნული პარკინგის დანგრევა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტეს და იქ რამდენიმე მიტოვებული ავტომობილი აღმოაჩინეს. ხანძრის ამსახველი ფოტო თავისი Twitter-ის გვერდზე მომხმარებელმა  James Erwin-მა გამოაქვეყნა.

როგორც Auto Classics იუწყება, ხანძარმა Fiat Uno დააზარალა, ის ბოლომდე დაიწვა. რა ბედი ეწიათ სხვა ავტომობილებს, უცნობია.

პარკინგი 2001 წელს გაიხსნა, უკვე 2003 წელს ის დაკეტეს, რადგან საექსპლუატაციო ხარჯები ძალიან მაღალი იყო.

რატომ დარჩნენ ავტომობილები იმ შენობაში, სადაც დემონტაჟი მიმდინარეობს, უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები