რობი უილიამსმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 25 თებერვალს Take That-ს საფინალო კონცერტისთვის „Let it shine“ შეუერთდება. უკვე ცნობილია, რომ კოლექტივი სრული შემადგენლობით გაერთიანდება, ჯეისონ ორენჯის გარდა, რომელიც ამავე პერიოდში ერთ-ერთი შოუს ჟიურის წევრი იქნება.
„სუმლოუთქმელად ველოდებით ყველა, ჩვენს მსმენელებს შევხვდეთ და ძველი და ახალი ჰიტები ვუმღეროთ“, – განაცხადა რობიმ.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად უილიამსი Take That-ს გასული წლის ნოემბერში შეუერთდა, როდესაც კოლექტივმა BRITs Icon Award-ზე მონაწილეობა მიიღო და ჯილდოც დაიმსახურა.