LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსის მორიგი ექსცენტრიული საქციელი სან–რემოს ფესტივალზე

29

42 წლის რობი უილიამსის ექსცენტრიულობა არავის უკვირს, განსაკუთრებით სცენაზე. გამონაკლისი არც ამ დღეებში, იტალიაში, სან რემოს ფესტივალზე მომხდარი ფაქტი გახდა: უილიამსმა მოულოდნელად ღონისძიების წამყვანს, მარია დე ფილიპს ტუჩებში აკოცა.

აღნიშნული სტუაციით ძალიან დაიბნა მისი თანაწამყვანი, კარლო კონტი, რომელიც პროცესს გაოცებული უყურებდა, უხერხულობის გაფანტვა სიცილით გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ მარიასთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა წლების წინ, ამავე ფესტივალის ფარგლებში კოცნის ინიციატორი ის თავად გახდა. მაშინ ობიექტი მსახიობი კიანუ რივზი იყო. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები