რობი უილიამსი შესაძლოა ჯგუფ Take That-ის 25 წლისთავის აღსანიშნავ მსოფლიო ტურნეს შეუერთდეს, ინფორმაციას ჯგუფის წევრები ავრცელებენ.
„ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს რობი უილიამსთან,“ – განაცხადა ჰოუარდ დონალდმა The Sun-თან.
მისივე თქმით, თუ 25 წლის აღსანიშნავად ალბომს ჩაწერენ, რამდენიმე საერთო სიმღერის ჩაწერა მოუხდებათ.
„ვფიქრობთ, რომ ტურნესთვის რამდენიმე ახალი ტრეკი ჩავწეროთ, ძველ ჰიტებთან ერთად,“ – განაცხადა მარკ ოუენმა და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, რობი უილიამსიც მათთან ერთად ყოფილიყვნენ.
ჯგუფი Take That 1990 წელს შეიქმნა და 1996 წელს დაიშალა. რობი უილიამსმა ჯგუფი 1995 წელს დატოვა.