14 წლის წინ, რუსეთმა დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით სასტიკი სქემა დაიწყო, რათა მისი პროევროპული არჩევანი შეეჩერებინა. ჩვენ არასოდეს მივიღებთ “ძლევამოსილების უფლებას” – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„საქართველო ევროპულ ღირებულებათა ოჯახს ეკუთვნის. ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას“, – განაცხადა მეცოლამ.