LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტა მეცოლა: ისტორიული დღეა – მიიღება გადაწყვეტილებები უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემით და საქართველოს გზაზე მტკიცედ დაყენებით

63
რობერტა მეცოლა

“ჩვენ მხოლოდ ვივლით წინ იმ ევროპისკენ, რომლისთვისაც ღირებულია გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე​ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღება უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემითა და საქართველოს გზაზე მტკიცედ დაყენებით:

“დღეს ისტორიული დღეა, მიიღება ისტორიული გადაწყვეტილებები უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემით და საქართველოს გზაზე მტკიცედ დაყენებით.

ძალიან მსურს, მივულოცო სამივე ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც ევროპას, სახლის მსგავსად შეხედეს. მათთვის შესაძლებელია დაცვის მიცემა ღირებულებებისთვის ბრძოლაში, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება და სამართლიანობა, რაც ისეთივე ღირებულებებია, როგორიც ჩვენი, ევროპული, რომლებსაც მათთან ვიზიარებთ. ევროპარლამენტი ერთ-ერთი პირველი იყო მოწოდებაში, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიღებულიყო. უკრაინელ პარტნიორებთან ერთად ენერგიულად ვუწევდით ამ გადაწყვეტილებებს ადვოკატირებას. მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღება.

დღეს ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია, რომელმაც დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა ამ სამი ქვეყნისთვის კარის გაღებას. ჩვენ მხოლოდ ვივლით წინ იმ ევროპისკენ, რომლისთვისაც ღირებულია გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია. თუ როდისმე იყო დრო მეტი ევროპისთვის, სწორედ ახლა არის”, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.