LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტა მეცოლა: 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, კრემლს არ სურდა, ქართველებს საკუთარი მომავალი გადაეწყვიტათ

135
რობერტა მეცოლა

15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, კრემლს არ სურდა, ქართველებს საკუთარი მომავალი გადაეწყვიტათ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ევროპული პარლამენტი განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას.

„15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა. კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი.

ევროპული პარლამენტი განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – წერს რობერტა მეცოლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები