LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ პატინსონს COVID-19 დაუდგინდა

92
the-batman-teaser-1200-1

The Batman-ის ახალ ნაწილზე მუშაობა ისევ გადაიდო,ამჯერად მიზეზი მთავარი როლის სემსრუებელი რობერტ პატინსონია,რომელსაც COVID-19 დაუდგინდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ცნობისთვის, The Batman-ზე მუშაობა ამ წლის დასაწყისში დაიწყო და მასზე მუსაობა  ჰოლივუდის ბევრი პროექტის მსგავსად პანდემიის გამო სეჩერდა. მეტ რივზს  ფოლმის მხოლოდ 25 პროცენტი ჰქონდა გადაღებული რაც მხოლოდ ტრეილერისთვის აღმოჩნდა საკმარისი.   ჩანაწერის ნახვის შემდეგ მაყურებელი კიდევ უფრო მეტი მოლოდინით ელოდება ფილმს, რის გამოც The Batman-ის წარმოების განახლებას ფანები დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფილმზე მომუშავე ჯგუფიდან ვიღაცას კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა აქამდე უცნობი იყო, ვის — აღმოჩნდა, რომ ინფიცირებული The Batman-ის მთავარი ვარსკვლავია. ის ამჟამად იზოლაციაშია, ფილმის გადაღება კი შეჩერდა.

როგორც ერთ-ერთ მთავარ მსახიობს, პატინსონს, სავარაუდოდ, გადამღები ჯგუფისა და მსახიობების დიდ ნაწილთან ექნებოდა შეხება, ამიტომ ჯერ კიდევ დასადგენია, The Batman-ის მომუშავე პერსონალიდან ვინმე სხვაც თუა ინფიცირებული.

ჯერჯერობით უცნობია როდის დაუბრუნდებიან ფილმის ორგანიზატორები და მსახიობები გადასარებ მოედანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები