LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ პატინსონი „დიორისთვის“ პოზირებს – უახლესი ფოტოები

136
128592589-823791748408170-3340206004009649276-n

„ვამპირი ედუარდისგან“  აღარაფერი დარჩა, 34 წლის ინგლისელი მსახიობი, რობერტ პატინსონი ახლა გაცილებით სერიოზულ კინო-როლებს ეჭიდება. როგორც ცნობილია, ის მალე „ბეტმენის“ როლში მოგვევლინება. რამდენიმე თვის წინ მან კორონავირუსი დაამარცხა და ფილმის  გადაღებებს აქტიურად შეუდგა. მის პირად ცხოვრებაშიც სიახლეებია, მსახიობი და 28 წლის სუკი უოტერჰაუსი დაინიშნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში პატინსონი მსოფლიო მოდის ინდუსტრიაშიც აქტიურად ჩაერთო. სულ ცოტა ხნის წინ მან „დიორის“ შავ-თეთრ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ფოტოები საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა. მსახიობმა კლასიკური ტანისამოსი ჩაიცვა და მსოფლიო ბრენდისთვის დახვეწილი იმიჯი მოირგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები