პარიზში, „მოდის კვირეული“ მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ „დიორის“ 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა, სადაც უამრავი ცნობილი სახე იმყოფებოდა. ამჯერად საზოგადოების ყურადღება „ბეტმენის“ ვარსკვლავმა, რობერტ პატინსონმა მიიპყრო. „დიორის“ ამბასადორმა წითელ ხალიჩაზე ქვედაბოლო მოირგო. 36 წლის მსახიობმა ლურჯ ქვედაბოლოს ფუმფულა ქურთუკი და შავი ჩექმები შეუხამა.
ეს სიყვარულია – რობერტ პატინსონმა საყვარელი ქალი წითელ ხალიჩაზე პირველად გამოაჩინა
სხვათა შორის, ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მეტი მამაკაცი ირგებს მსგავს იმიჯს. გასულ წელს ქვედაბოლო ოსკარ აიზეკმა, რიანას საქმრომ, ჰარი სტაილსმა და თვით ბრედ პიტმაც მოირგეს.
ბრედ პიტისა და ოსკარ აიზეკის შემდეგ, ქვედაბოლოში რიანას საქმრომ გაიშრიალა
„მაინც ყველა დავიხოცებით და მოდი, ავურიოთ!“ – ბრედ პიტი ხსნის, თუ რატომ ეცვა კაბა
ფოტო: ოსკარ აიზეკმა ბერლინში ქვედაბოლოთი გაიშრიალა და ის მაინც საოცრად მამაკაცურია