Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რობერტ დე ნირო, ჯერარდ ბატლერი, მაიკლ ტაისონი და სხვები – ნაომი კემპბელის რომანები და მისი ახალი არაბული გატაცება – მოჰამედ ალ ტურკი  – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ დე ნირო, ჯერარდ ბატლერი, მაიკლ ტაისონი და სხვები – ნაომი კემპბელის რომანები და მისი ახალი არაბული გატაცება – მოჰამედ ალ ტურკი 

162
page

გამოცემა The Sun-ის ცნობით, ლეგენდარული მოდელი, ნაომი კემპბელი არაბ კინოპროდიუსერ და მულტიმილიონერ, მოჰამედ ალ ტურკს ხვდება.

მედიის ცნობით, 53 წლის ნაომი და 37 წლის მოჰამედი უკვე ერთ წელზე მეტია ერთმანეთს ხვდებიან.

„მათ შორის განსაკუთრებული ნაპერწკალია, ნაომი ახლა თავს უბედნიერესად გრძნობს“, – აცხადებს ინსაიდერი.

ყოველივე ამას წინ უძღვის ის ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ტოპ მოდელი უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით არაერთხელ შენიშნეს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, ნაომი ხომ იმ ვარსკვლავთაგანია, რომლებიც საკუთარ პირად ცხოვრებას საიდუმლოდ ტოვებენ.

ცნობისთვის, ნაომი კემპბელი ორჯერ იყო დანიშნული. 1993 წელს U2-ს ბასისტ, ადამ კლეიტონზე, შემდეგ კი იტალიელ ბიზნესმენ, ფლაიო ბრიატორეზე, რომელსაც 2002 წელს დაშორდა.

რაც შეეხება მის რომანებს, ლეგენდარული ტოპ მოდელი ხვდებოდა: რობერტ დე ნიროს, ჯერარდ ბატლერს, ტერენ ჰოვარდს, მაიკლ ტაისონს და რუს მილიონერ, ვლადისლავ დორონინს.

ნაომი კემპბელის შვილების მამაა? – მედია მოდელისა და არაბი მულტიმილიონერის რომანის შესახებ წერს 

პომპეზური კაბა და ნიშნობის ბეჭედი – 53 წლის ნაომი კემპბელის თვალწარმტაცი გამოჩენა საუდის არაბეთის კინოფესტივალზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები