LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რკინიგზა ბოლო წლებში ბევრად უსაფრთხო გახდა

65
trainsnow

ევროპის რკინიგზა უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრად უფრო უსაფრთხო გახდა. ევროპის სტატისტიკის სააგენტო „ევროსტატის“ ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე ევროპის რკინიგზაზე ავარიების რაოდენობა 32%–ით შემცირდა. 2010 წელს ასეთი ინციდენტების რაოდენობა 2,2 ათასს აღწევდა, 2020 წლის მონაცემებით კი ეს ციფრი 1,5 ათასამდეა შემცირებული.

რკინიგზაზე მომხდარი ავარიების დიდი ნაწილი ლიანდაგზე მოულოდნელად გამოჩენილ ადამიანებს უკავშირდება. მაგალითად გასულ წელს შემთხვევათა 52% ლიანდაგებზე შემთხვევით აღმოჩენილი პირების ბრალი იყო (ისინი რკინიგზას ისეთ ადგილას კვეთდნენ სადაც არ შეიძლება, ან უბრალოდ ლიანდაგებზე მისეირნობდნენ. ) ავარიათა 29% კი გადასასვლელებზე ხდებოდა, სადაც ხალხი მიუხედავად წითელი შუქისა მატარებლის წინ გადარბენას ცდილობდა.

ევროპა ამ საშიშ ქცევას სხვადასხვა გზებით ებრძვის. პირველი რაც გაკეთდა – ბევრად უფრო უსფართხო გადასასვლელები იყო, მეორე კი – რკინიგზაზე სწორად ქცევის საინფორმაციო კამპანიები დაიწყო.

2021 წელი რკინიგზის წლადაა გამოცხადებული და ევროპული სახელმწიფოები ცდილობენ ამ ეკოლოგიური ტრანსპორტის მნიშვნელობა მაქსიმალურად გაზარდონ. მატარებელი როგორც ხალხის გადასაყვანად, ასევე ტვირთის გადასატანადაც ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია და გარემოსაც თითქმის არ აბინძურებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები