,,დიდი პატარა ტყუილების” მეორე სეზონის პრემიერამდე, სერიალში მონაწილე მსახიობები, სატელევიზიო შოუს გადასაღები მოედნიდან ფოტოებს აქტიურად აქვეყნებენ.
გამონაკლისი არც რიზ უიზერსპუნია, რომელმაც ახლახან ,,ინსტაგრამზე” ნიკოლ კიდმანთან, შეილინ ვუდლისთან და ლორა დერნთან ერთად გადაღებული სელფი ატვირთა.
HBO-ს ერთ-ერთი გახმაურებული პროექტის თაყვანისმცემლების ყურადღების მიმღმა არ დარჩენილა ის ფაქტი, რომ ფოტოზე ვარსკვლავური კვინტეტის ნაცვლად, რომელშიც ზოი კრვიციც შედის, მხოლოდ კვარტეტი იყო აღბეჭდილი.
გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად, 43 წლის ვარსკვლავმა სიტუაცია მარტივად განმუხტა და ქსელში განთავსებულ მეორე სურათში ლენი კრავიცის ქალიშვილი საკმაოდ სახალისო პოზაში გამოსახა.
საქმე ისაა, რომ ამერიკელმა ვარსკვლავმა მეგობარი კოლეგა კადრში ლუდის ჩამოსხმის პროცესში ჩააფოტოშოპა.
შეგახსენებთ, რომ ,,დიდი პატარა ტყუილების” მეორე სეზონის რელიზის თარიღი ამ დრომდე უცნობია.