LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება

897
20190203153558

მთავრობა რიყის პარკში განთავსებული და ე.წ. რიყის დოქების გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო რიყის დოქებს აუქციონზე გაიტანს, სადაც შენობის საწყისი ფასი 95 მილიონი ლარი იქნება.

“მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ ძვირი დაჯდა მისი მშენებლობა. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი სწორი გამოყენება, არადა ეს შენობა ძალიან საინტერესო ადგილას დგას. იქ, სადაც ბევრი ვიზიტორი იყრის თავს”, – აცხადებს თურნავა.

რიყეზე მდებარე ამფითეატრის იმ მდგომარეობაში არსებობა, რაშიც ახლაა, შეუძლებელია – კახა კალაძე

შენობა ამჟამად უფუნქციოა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, “საჯარო და გამჭვირვალე აუქციონზე მთავრობა არ განსაზღვრავს რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ ობიექტს.

ამ ეტაპზე 95 მლნ ლარი არის შეფასება, რომელიც გაკეთდა. ჩვენ სწორედაც ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ დავტესტოთ რამდენად რელევანტურია ეს ფასი” – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

"დოქები" საუკეთესო ნაგებობების ათეულის სათავეშია - რას ფიქრობენ ქართველი დიზაინერები

თბილისში რიყის პარკში მდებარე მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო ცენტრის შენობა მსოფლიოს კულტურული დაწესებულებების 10 საუკეთესო ნაგებობის ჩამონათვალშია. ამის შესახებ designboom.com წერს. „რიყის დოქების“ შეფასებას მიესალმება არქიტექტორი ირაკლი ჟვანია. მისი განცხადებით,  სასიხარულოა, რომ  ნაგებობა კუტურული შენობებს შორის მოწინავე პოზიციაზეა. ’’შენობა რომ საუკეთესო ნაგებობების ჩამონათვალში დასახელდა, მისასალმებელი ფაქტია. მიმაჩნია, რომ  რიყის ე.წ. დოქები არქიტექტურულად ძალიან კარგია, მაგრამ […]

მისივე თქმით, აქცენტი რიყის დოქების კომერციულ და მიზანშეწონილ განვითარებაზე გაკეთდება, მისი საწყისი ფასი კი სამხარაულის ბიუროს შეფასების შემდეგ შეირჩა.

აუქციონი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან გამოცხადდება.