დღეს “რიყე-ნარიყალას“ საბაგირო დროებით გაითიშება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, კომპანია „თელასის“ მიერ დაგეგმილი გეგმურ-ტექნიკური სამუშაოების გამო, 23 თებერვალს, 11:00-დან 18:00 საათამდე, “რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება, რის გამოც, საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.
“თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით,“ – აცხადებენ კომპანიაში.