რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 7 თებერვლიდან პირველ მარტამდე, მგზავრებს ვერ მოემსახურება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, მზიდსაწევი ბაგირი გამოიცვლება და სერვისული სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოებს ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია ლაიტნერის სპეციალისტები შეასრულებენ”, — აცხადებენ მერიაში.