LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რითი მალავს თაკო ჩხეიძე დაღლილ სახეს – რუსული „ვოგი“

tako-chxeidze

რუსულმა „ვოგმა“ თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნელებს, თაკო ჩხეიძეს ჰკითხა, რა დევს მის ჩანთაში. პოპულარული რუბრიკის ქართველმა სტუმარმა ცნობილ გამოცემას საკუთარი ჩანთის შიგთავსი დაათვალიერებინა.

ცნობილ მოდელს „ბოტეგა ვენეტას“ ჩანთა აქვს, რომელიც, შეიძლება, დღის და საღამოს ლუქებთან დაიჭირო. მის ჩანთაში არის საფულე, სადაც საკრედიტო ბარათებს ინახავს. მობილურ ტელეფონზე „თბილისის მოდის კვირეულის“ სტიკერი აკრია. აქვს ტომ ფორდის სათვალე, რომელსაც დაღლილი სახის დასაფარად იყენებს ხოლმე.

„ჩემს ჩანთაში არის „ბიოდერმას“ სპრეი, რომელიც დაღლილობას ხსნის. მომწონს მინერალური პუდრი სახისთვის., ძალიან მოსახერხებელია და ყოველდღე ვიყენებ.დღის განმავლობაში ბევრი საქმე მაქვს და კარგად უნდა გამოვიყურებოდე, ეს ერთჯერადი ნიღბები, თვალებისა და სახისთვის, ძალიან კარგია. ხელებისთვის „ლოქსიტანის“ კრემს ვხმარობ. ჩემი საყვარელი სუნამო „Jo Malone“, ბევრი მქონდა და ეს სურნელი ამოვარჩიე, ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს და მოსახერხებელი ფლაკონი… მიყვარს ფსიქოლოგია – ეს პატარა წიგნი „ფილოსოფია ყოველდღიური ცხოვრებისთვის“, სადმე თავისუფალ დროს თუ გამონახავ, შეგიძლია, გადაფურცლო. ეს კი ჩემი საყვარელი სამკაულია, „ფაბერჟესგან“, მეუღლემ 10 წლის წინ მაჩუქა, რატომღაც დღეს ჩანთაში აღმომაჩნდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები