იყო დრო ფეხბურთის ვარსკვლავები ხუროდ და მეეზოვედ მუშაობდნენ, ალაგებდნენ და მძიმე შრომას ეწეოდნენ, შემდეგ კი ცნობილები და მდიდრები გახდნენ.
მორენო ტორიჩელი
ვინ გახდა: ”იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრები მცველი, ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასის, საკონტინენტთაშორისო თასის, ევროპის სუპერთასის და იტალიის სამგზის გამარჯვებული.
ვინ იყო: ქარხანაში ხუროდ მუშაობდა და სამოყვარულო გუნდ ”კარატეზეში” თამაშობდა.
ჯეიმი ვარდი
ვინ გახდა: ინგლისის ჩემპიონი, პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და საგოლე სერიის ხანგრძლივობის რეკორდსმენი.
ვინ იყო: ნახშირბადის ბოჭკოს ქარხანაში მუშაობდა. კვირაში 70 ფუნტს შოულობდა.
გრაფიტე
ვინ გახდა: ბუნდესლიგის (2008/09) ჩემპიონი, საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი.
ვინ იყო: მშობლიურ კამპუ-ლიმპუში სახლებში დადიოდა და სანაგვე პაკეტებს ყიდდა.
დადო პრშო
ვინ გახდა: საფრანგეთისა და შოტლანდიის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2003/04).
ვინ იყო: ავტომექანიკოსი – როდესაც ვერ იპოვა კლუბი საფრანგეთში, სადაც იუგოსლავიის ომის შემდეგ წავიდა.
კარლოს ბაკა
ვინ გახდა: ევროპის ლიგის ორგზის გამარჯვებული, ”მილანის” შეტევების ლიდერი.
ვინ იყო: 20 წლის ასაკში ავტობუსის მძღოლი იყო. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეაღწია პროფესიონალურ დონეზე – ”ატლეტიკო ხუნიორსი”.
ნევილ საუთჰოლი
ვინ გახდა: ინგლისის ორგზის ჩემპიონი ”ევერტონის” შემადგენლობაში, თასების თასის მფლობელი, ინგლისის თასის ორგზის და სუპერთასის ოთხგზის გამარჯვებული, უელსის ნაკრების მეკარე.
ვინ იყო: ”ბოლტონში” წარუმატებელი სინჯების შემდეგ – ოფიციანტი, გაქონდა ნაგავი და დაათრევდა აგურებს. პროფესიონალი ფეხბურთელი 23 წლის ასაკში გახდა.
პიტერ შმეიხელი
ვინ გახდა: ევროპის ჩემპიონი (დანია-92), ევროპის ოთხგზის საუკეთესო მეკარე, ინგლისის ხუთგზის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (მანჩესტერი-99), 11 გოლის ავტორი.
ვინ იყო: ტექსტილის ფაბრიკაში მღებავად მუშაობდა, ხანდაზმულთა სახლში ალაგებდა, აყენებდა კარის საკეტებს და მუშაობდა სარეკლამო ფირმაში.
ლუის სუარესი
ვინ გახდა: ურუგვაის ნაკრების ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი, ჰოლანდიის და ესპანეთის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი (2013/14), ”ოქროს ბუცის” ორგზის მომგები.
ვინ იყო: დედას შვიდი შვილის გამოსაკვებად რომ დახმარებოდა, მეეზოვედ მუშაობდა.
ანხელ დი მარია
ვინ გახდა: ოლიმპიური ჩემპიონი, პორტუგალიის, ესპანეთის და საფრანგეთის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (რეალი- 2013/14), ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონატების საუკეთესო ასისტენტი.
ვინ იყო: მშობლებს ეხმარებოდა ქვანახშირის საწყობში.
რობერტო კარლოსი
ვინ გახდა: მსოფლიო ჩემპიონი-2002, ორჯერ – ბრაზილიის ჩემპიონი, ოთხჯერ – ესპანეთის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა ”რეალთან” ერთად.
ვინ იყო: 12-დან 14 წლამდე საფეიქრო ფაბრიკაში მუშაობდა.
ალექსის სანჩესი
ვინ გახდა: კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშე (2016), იტალიის, ჩილეს, არგენტინისა და ესპანეთის ჩემპიონი, ინგლისის ლიგის თასის მფლობელი.
ვინ იყო: ”კარგად ვაკეთებდი სალტოს და ხალხი მეუბნებოდა: გააკეთე სალტო და პესოს მოგცემთ. კიდევ მანქანების რეცხვა მიწევდა”.
კრის უოდლი
ვინ გახდა: საფრანგეთის სამგზის ჩემპიონი ”მარსელის” შემადგენლობაში, 1990 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი, ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (1992/93).
ვინ იყო: მუშაობდა ძეხვის საწარმოში, სანამ 20 წლის ასაკში ”ნიუკასლთან” კონტრაქტი არ გააფორმა.
ალექს ფერგიუსონი
ვინ გახდა: ფეხბურთის ისტორიის უდიდესი მწვრთნელი.
ვინ იყო: კულინარობას სწავლობდა და წელიწადნახევარი გლაზგოში რესტორანში მუშაობდა, ასევე გემთსაშენზე მეხელსაწყოეს თანაშემწედ.
თუ თქვენ 16-დან 22 წლამდე ასაკის ხართ და ფეხბურთს ჯერ მხოლოდ ეზოში თამაშობთ, ტყუილა ფიქრობთ, რომ უკვე ვეღარ გაიმეორებთ ამ ადამიანების გზას.