ახალი კონცეპტუალური მოდელის Mitsubishi eX დიზაინი Dynamic Shield-ის მიერ არის დამზადებული. ავტომობილის შემქმნელები, აქტუალური ტენდენციებისა და იაპონური დეტალების გათვალისწინებით, ცდილობენ შექმნან მაქსიმალურად დინამიური ჯიპის ტიპის ავტომობილი.
ახალი Mitsubishi eX-ის სალონი ძალიან მინიმალისტურად იქნება გაწყობილი და რაც ავტომობილის უფრო პრაქტიკულ და უბრალო შესახედაობას მისცემს. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, Mitsubishi ახალი მოდელის პრეზენტაციით ხაზს უსვამს მის მიერ აღებულ გეზს, რომელსაც ის უახლოეს მომავალში არაერთხელ შემოგვთავაზებს.
ავტომობილში საქარე მინაზე დამონტაჟებული იქნება ახალი ტიპის დეტალები, რომელიც მართვის დროს უფრო მეტ რეალობის შეგრძნებას გამოიწვევს, ხოლო ცენტრალური კონსოლი იმუშავებს პორტატულ ელემენტებზე, რომელიც სხვადასხვა სახის მოწყობილობების გამოყენებაში დაეხმარება მეპატრონეს.
Mitsubishi eX Concept კომპლექტდება რამდენიმე ელექტრული ძრავით, რომელიც ავტომობილის ძარის სხვადასხვა ადგილებში იქნება დამონტაჟებული. მინი ელექტროძრავების სიმძლავრე 95 ცხენის ძალით განისაზღვრება. ამ ეტაპზე ახალი ავტომობილის შესახებ სხვა დამატებით დეტალებს კომპანია საიდუმლოდ იტოვებს. თუმცა, მომხმარებლები ახალი Mitsubishi eX-ის გამოჩენას მოუთმენლად ელიან.