რიტა ორამ მეორე სტუდიური ალბომის Phoenix მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს შესახებ განაცხადა. ცნობილი გახდა, რომ Phoenix World Tour, სტარტს 1 მარტს, მელბურნში აიღებს.
ბრიტანელი შემსრულებელი კონცერტებს ავსტრალიის, ფილიპინების, ტაილანდის, ჩინეთის, იაპონიის, ტაივანის, ნორვეგიის, შვედეთის, გერმანიის, შვეიცარიის, იტალიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, უელსისა და ინგლისისქალაქებში გამართავს.
რიგით მეოთხე საკონცერტო ტურნეს უკანასკნელი შოუთი 28 წლის მომღერალი მსმენელის წინაშე 29 მაისს, გლაზგოში წარდგება.
შეგახსენებთ, რომ რიტა ორას მეორე სტუდიური ალბომი Phoenix, გასული წლის 23 ნოემბერს გამოვიდა.