ნოემბრის ბოლოს, მედია რიტა ორასა და ენდრიუ გარფილდის რომანზე ალაპარაკდა. მაშინ ინსაიდერი ამბობდა, რომ ინგლისელი ვარსკვლავების რომანი საწყის ეტაპზე იყო და ისინი გრძნობების გამჟღავნებას არ ჩქარობდნენ.
როგორც ჩანს, წყვილს ჩრდილქვეშ ყოფნა მობეზრდა, რადგან პაპარაცებმა 28 წლის მომღერალი და 35 წლის მსახიობი ლონდონში, სეირნობისას დააფიქსირეს.