LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისკქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა უნდა აიკრძალოს, ჩვენ გვყავს ჩრდილოელი მეზობელი, საიდანაც გაყალბებული PCR -ის ცნობებით შემოდიან: კულუმბეგოვი

111
ბიძინა კულუმბეგოვი

„კორონავირუსის შემთხვევების მატების შესაჩერებლად, სახელმწიფომ რისკის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა უნდა აკრძალოს,“ – ამის შესახებ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიური ვითარებაზე საუბრისას ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

არსებული მძიმე მდგომარეობიდან ერთ-ერთ გამოსავლად კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე პერსონალისთვის, ვაქცინაციის სავალდებულოდ დაწესებას მიიჩნევს.

მისი თქმით, ჩვენი მთავარი პრობლემა ახლა, ამ ტალღის პირობებში, ვაქცინირების ძალიან დაბალი პროცენტი და ამ დროს ქვეყნის სრული გახსნა და დერეგულაციაა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ამით ვერაფერი მოვიგეთ. ერთადერთ გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ რისკის ქვეყნებიდან უნდა აიკრძალოს ტურისტების შემოსვლა. რა თქმა უნდა, ურემი, რომ გადაბრუნდება, როგორც ჩანს, მერე არის ეს გამოსავალი…

ჩვენ გვყავს ჩრდილოელი მეზობელი – რისკის ქვეყანა, საიდანაც გაყალბებული ცნობებით მოდიან. ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მინიმალური თანხის საფასურად PCR-ის ცნობებს აყალბებენ და ეს მათი აქ შემოშვებისთვის საკმარისი არ უნდა იყოს. კარანტინის რეჟიმი უნდა დაწესდეს.

ასეთი ტიპის რეგულაციები ვფიქრობ, ერთ-ერთი გამოსავალი იქნება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ძალიან დიდი რისკის წინაშე დგანან, სამწუხაროდ დაბალი სამედიცინო პერსონალი ამას ვერ აცნობიერებს და ალბათ ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და სავალდებულო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს შორის მაინც უნდა დააწესოს,“- განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.