LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რისი გუ­ლის­თვის უნდა ვიჯ­დე თუნ­დაც 6 წელი?” – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი

3039
BeFunky-collage (9)

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნობს.

რევაზიშვილის წერილს, რომელიც მან ოჯახს მისწერა “კურიერი” ასაჯაროებს.

“რომ გი­თხრათ კარ­გად ვარ­თქო, და­მი­ჯე­რებთ? მაგ­რამ მინ­და იცო­დეთ რომ კარ­გად ვარ. ჩემ­თვის მთა­ვა­რია იცო­დეთ, რომ მარ­თა­ლი ვარ. რა­საც ვი­ძა­ხი არა­ფერს ვი­ტყუ­ე­ბი და თუ ვინ­მე იტყუ­ე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ არ ვიცი, თო­რემ სხვა­ნა­ი­რად მო­ვიქ­ცე­ო­დი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

“ქვე­ყა­ნას” შეგ­ნე­ბუ­ლად ვი­ძა­ხი, რად­გან ქვე-ყა­ნაა და არა სამ­შობ­ლო. შა­ქა­რაშ­ვი­ლე­ბის ად­გილ­ზე რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნო თავი, ექ­ვსი­ვეს დაწ­ვის კი არა მან­ქა­ნის დაწ­ვის სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბო­და.

უბ­რა­ლოდ სი­მარ­თლე მინ­და იცო­დეს ყვე­ლამ და ოჯახ­მაც მინ­და გა­ი­გოს. მინ­და გა­ი­აზ­როს, რისი გუ­ლის­თვის უნდა ვიჯ­დე 7, 10 ან თუნ­დაც 6 წელი. ეს ფიქ­რე­ბი მა­გი­ჟე­ბენ მეტი არა­ფე­რი.

უსა­მარ­თლო­ბის გრძნო­ბა ჩემს თავ­ზე ამ­ხე­ლა­ზე არ მიგ­ვრძნია არას­დროს. ერთხელ მე-5, მე-6 კლას­ში ვიგ­რძე­ნი, რა­ღაც ჩუ­ლა­ნის გა­ტეხ­ვას რომ მაბ­რა­ლებ­დნენ, დე­დი­კო რომ და­ი­ბა­რეს. მა­შინ მქონ­და რე­პე­ტი­ცია თურ­მე და ის ამ შეგ­რძნე­ბებ­თან ვერ მოვა,”-ამ­ბობს რე­ვა­ზიშ­ვი­ლი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები